პოლიტიკა

“ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა”

ყველაფერს გავაკეთებ, რათა სიყვარული, კეთილგანწყობა, რაც მოდის ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებს ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ IRI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მაცხოვრებლების მისდამი განწყობას ყოველდღიურად გრძნობს.

„მე აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ყოველდღიური შეხვედრები, რომლებიც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან ფაქტობრივად ყველა რაიონში. უამრავი შეხვედრა, რომლებიც არ გამიწყვეტია მთელი ამ წლების განმავლობაში, ყოველთვის კომუნიკაცია მქონდა ადამიანებთან. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის რეიტინგი, მის მიმართ დამოკიდებულებები, განწყობები, იცით, რამდენად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც მე ფაქტობრივად ყოველდღიურად ვგრძნობ ქალაქში გადაადგილებისას და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს სიყვარული, ეს კეთილგანწყობა, რაც მოდის ამ ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული, მაგარი გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებს ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა მოწონების მიხედვით კახა კალაძე პირველ სამეულშია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close