საზოგადოება

ბატონ ლადოს შეიძლება სხვა მონაცემები აქვს – გამყრელიძე „ინდური შტამის“ საქართველოში გამოჩენას უარყოფს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლადო კახაძის ინფორმაციით, საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

„მართალია, ახლა წინა ტალღის მსგავსი არ არის, თუმცა მეორე საშიშროება გვემუქრება. ჩვენთან ძირითადად „ბრიტანული შტამი“ მოძრაობს, თუმცა „ინდური შტამისაგან“ დაზღვევა პანდემიის დროს ბოლომდე რთულია. საქართველოშიც რამდენიმე შემთხვევა არის დაფიქსირებული. ჩვენ გადაწყვეტილებაც მივიღეთ და საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ, რომ განსაკუთრებით ინდოეთიდან შემოსულ ადამიანებს, 14-დღიანი კარანტინი დავუწესეთ, ჩვენთან დიდი ნაკადი სწავლობს და ისინი ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. შესაძლოა, ეს უფლებრივ ნაწილში განიხილონ ადამიანებმა, თუმცა უნდა განვსაზღვროთ საშიშროება უფრო მეტია თუ სიკეთე, დისკომფორტი უფრო მეტია თუ პრაგმატული მიდგომა. ამ შემთხვევაში, ყველა შევთანხმდით, რომ ჯობდა თავიდან აგვეცილებინა დიდი გართულება“, – განაცხადა კახაძემ მედიაცენტრ „მთავარში“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ლადო კახიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოში “ინდური შტამი” ლაბორატიულად არ დაფიქსირებულა.

„საქართველოში “ინდური შტამი” ლაბორატიულად არ დაფიქსირებულა. ბატონ ლადოს შეიძლება აქვს სხვა მონაცემები. მე გიდასტურებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა. ალბათობა იმისა, რომ იყო ქვეყანაში, ნამდვილად არის, მაგრამ ჩვენ, რასაც ვასეკვენირებთ და ვიკვლევთ შტამებს ძირითადად არის “ბრიტანული შტამი“ , – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close