Sliderსაზოგადოება

ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი Batumi Gaming Fest 2024 დაიწყო

დღეს, 12 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი Batumi Gaming Fest 2024 იწყება, რომლის გენერალური სპონსორია “Otium Casino Batumi”. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სათამაშო ბიზნესის კონფერენცია ხელისუფლების წარმომადგენლების, მასერტიფიცირებელი ორგანოების, ოპერატორების და დამაკავშირებელი ინდუსტრიების მონაწილეობით.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პანელური განხილვა აზარტული თამაშების ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობაზე, შესაძლო განვითარების ვექტორებზე. ასევე, ქართული სათამაშო ბიზნესის აქტუალურ პრობლემებზე.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ამირანაშვილი, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი,  საერთაშორისო ოპერატორ “Storm International”-ის VIP დირექტორი ჯონ ჰარაკი, სათამაშო ინდუსტრიის გლობაური საკონსულტაციო სააგენტო “4H”-ის პარტნიორი ივან კორუჩკინი და Plasma 8-ის დირექტორი – ლავრენტი გუბინი.

კონფერენციის მთავარი პანელური დისკუსიის მომხსენებლები წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებებს კაზინოს ბიზნესის შესახებ საქართველოში, მის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ზოგად ტენდენციებზე. ასევე განხილული იქნება სექტორის საერთო პრობლემები, მათ შორის დაბეგვრის სამომავლო გეგმები და დარგის სახელმწიფო კონტროლის განვითარების გეგმები – ყველაფერი, რაც დიდწილად ცვლის ეკონომიკურ კლიმატს ქვეყანაში.

კიდევ ერთი დაგეგმილი განხილვა კონფერენციის მიმდინარეობისას შეეხება   ტექნოლოგიებს. კერძოდ, კაზინოს ახალი თამაშების შექმნას, მათ დანეგრავასა და პოპულარისაზიას (ხაჩიკ ხაჩატურიანი “22 Hub”) და ელექტრონული თამაშების ინტეგრაციას (ალეს ბედენე, “ZUUM”).

ასევე,  დიდი ყურადღება დაეთმობა მარკეტინგსაც. კერძოდ, გაიმართება პანელური დისკუსიები ახალი სათამაშო ბრენდის პოპულარიზაციაზე ბაზარზე მაღალი კონკურენციის პირობებში (კევინ ფეკეტე “IGT”, მაკა გორგაძე (Casino Adjara), მრიდულ ტივარი “Jewel Casino Tbilisi”, ალექს მედვედევა “AADS”); დსთ-ს ქვეყნების ტერიტოტიაზე მოთამაშეების მიზანმიმართულ მოზიდვის სტრატეგიებზე (ანარ გაბიბოვი, ხაჩიკ ხაჩატრიანი) და ინვესტორების კაპიტალის რისკებს ინდუსტრიის სხვადასხვა სტრატეგიების პირობებში (ლავრენტი გუბინი “).

დამატებითი ინფორმაციისთვის და დეტალური განრიგისთვის ეწვიეთ ღონისძიების ვებ-გვერდს: https://bgf.ge/schedule

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close