მსოფლიო

ახალმა ზელანდიამ კორონავირუსი დაამარცხა და ეკონომიკა აამუშავა

„როგორ დაამარცხა კორონავირუსი ახალმა ზელანდიამ“, – სტატიას ამ სათაურით CNN-ი აქვეყნებს.

გამოცემის ჟურნალისტი იმ ზომებს და შეზღუდვებს მიმოიხილავს, რომელთა დამსახურებითაც ქვეყანამ კორონავირუსის დამარცხების შესახებ განაცხადა.

ორშაბათს, 5-კვირიანი კარანტინის ბოლო დღეს ქვეყანაში COVID 19-ის მხოლოდ 1 შემთხვევა დადასტურდა. მეორე დღეს კი სამსახურებს 400 ათასამდე ადამიანი დაუბრუნდა და ახალი ზელანდიის ეკონომიკა 75%-ით ამუშავდა.

სტატიის ავტორის თქმით, ახალი ზელანდიის წარმატება პირველ რიგში პირველი შემთხვევის დაფიქსირების დროით არის განპირობებული. ეს 28 თებერვალს მოხდა, 1 თვით გვიან ვიდრე აშშ-ში. დადებითად ქვეყნის გეოგრაფიულმა განლაგებამაც იმუშავა.

„თუმცა ახალი ზელანდიის წარმატების რეალური გასაღები შემდეგი მიდგომაა: სწრაფი რეაქცია, მასობრივი ტესტირება და აქცენტი ნამდვილ მეცნიერებაზე“, – წერია სტატიაში.

ავტორი განმარტავს, რომ ახალი ზელანდიის პრემიერმა, ჯასინდა არდერნმა ყველა ჩამომსვლელისთვის ორკვირიანი კარანტინი 14 მარტს დააწესა, როცა ქვეყანაში მხოლოდ 6 ინფიცირებული იყო. როცა არდერნმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღებაზე განაცხადა უარი, 19 მარტს, დაავადებულთა რაოდენობამ უკვე 28-ს მიაღწია.

რაც შეეხება ტესტირებას, ბოლო მონაცემებით დღეში 8 ათასამდე ადამიანის ნიმუში მოწმდება, რაც ვირუსის დაუფიქსირებელი გადაცემის შანსებს მინიმუმამდე ამცირებს.

წარმატების მესამე ფაქტორი კი პროფესიონალებზე დაყრდნობააCNN-ის თქმით, გადაწვყეტილებების მიღებისას არდერნი ეპიდემიოლოგების რჩევებს ეყრდნობოდა.

წარმატების მიუხედავად, არდერნმა პრევენციის მიზნით კარანტინი კიდევ 4 დღით გაახანგრძლივა. მის გადაწყვეტილებას მოსახლეობის 87% უჭერს მხარს.

ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1476-ს შეადგენს, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close