სხვადასხვა

ახალი კვლევა – ანტიბიოტიკების ხშირი მიღება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს

ავსტრალიელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ანტიბიოტიკების მიღება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს. თაგვებზე ჩატარებული ცდების საფუძველზე ისინი აცხადებენ, რომ ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ მღრღნელების ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან ასოცირდება. ავსტრალიელი მეცნიერების ნაშრომი ჟურნალში Cell Reports გამოქვეყნდა.

კვლევის პროცესში სპეციალისტებმა შეისწავლეს თაგვებზე ანტიბიოტიკების გრძელვადიანი მოქმედება. მღრღნელებზე დაკვირვება ახალშობილებში ამპიცილინისა და ნეომიცინის შეყვანიდან 102 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. როგორც აღმოჩნდა, ანტიბიოტიკებმა მკვეთრად შეამცირა მიკრობიომის მრავალფეროვნება, რის შემდეგაც  ნაწლავებში PAM I და PAM II ბაქტერიების რაოდენობა გაიზარდა.

PAM II მქონე თაგვებში მოგვიანებით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სხვადასხვა ქსოვილებში, მათ შორის ღვიძლსა და ტვინში ანთებითი პროცესები გამოვლინდა. თაგვებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ შემცირდა ანტისხეულების წარმოება. საბოლოოდ, PAM II მქონე თაგვები დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად დაიღუპნენ, ვიდრე  PAM I მქონე თაგვები, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში, ნაწლავის მიკრობიომის შემადგენლობა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა.

“კვლევის შედეგები რომეტყველებს, რომ მიკრობიომის ტიპს, რომელიც ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ნაწლავებში სახლდება, ძუძუმწოვრების იმუნური სისტემის გადაპროგრამების უნარი აქვს, რაც თავის მხრივ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს“ – განაცხადა კვლევის ავტორმა, პროფესორმა დევიდ ლინმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close