მსოფლიო

აშშ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავს

აშშ-ი განიხილავს შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად, – ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.

პენტაგონის წარმომადგენელმა ტელეარხთან საუბარში დააზუსტა, რომ შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი უკვე იმყოფება. ხოლო დამატებითი გემების განთავსება, მისი სიტყვებით, რუსეთისთვის იქნება განსაკუთრებული სიგნალი იმის საჩვენებლად, რომ აშშ-ი ყურადღებით აკვიდრება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

CNN-ი წერს, რომ 1936 წლის კონვენციის თანახმად, ვაშინგტონი ვალდებულია ორი კვირით ადრე აცნობოს თურქეთს თავისი გემების გავლის შესახებ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში. ამასთან არაშავიზღვისპირა სახელმწიფო სამხედრო გემების საერთო ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ტონას. ტელეარხისათვის უცნობია, გაეგზავნა თუ არა შეტყობინება ანკარას.

პენტაგონის წარმომადგენლის ცნობით, აშშ-ი განაგრძობს სადაზვერვო დანიშნულების ფრენას საერთაშორისო სივრცეში და დააკვირდება რუსეთის შავი ფლოტისა და რუსეთის სახმელეთო ჯარების მოქმედებებს ანექსირებულ ყირიმში. ამასთან ვაშინგტონი არ განიხილავს რუსეთის ჯარების განლაგებას უკრიანის საზღვრის მახლობლად, როგორც თავდასხმისთვის მზადყოფნას.

აიპრესი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close