Sliderეკონომიკა

აშშ-ის მთავრობა მალულად მოუწოდებს სასოფლო-სამეურნეო და გადამზიდავ კომპანიებს, მეტი რუსული სასუქი შეისყიდონ და გადაზიდონ – „ბლუმბერგი“

„ბლუმბერგი“ წერს, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა გამონაკლისი დაუშვეს, რაც მათ რუსეთისგან სასუქის შეძენის უფლებას აძლევს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრი გადამზიდავი, ბანკი და სადაზღვევო კომპანია მაინც ერიდება მოსკოვთან ვაჭრობას, რათა წესები არ დაარღვიონ. შედეგად, რუსეთიდან სასუქის ექსპორტი წელს 24%-ითაა შემცირებული. „ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები გაკვირვებულნი არიან კომპანიების მხრიდან გამოჩენილი ზედმეტი სიფრთხილით და ეძებენ გზებს ამის გამოსასწორებლად.

აშშ-ის მთავრობა მალულად მოუწოდებს სასოფლო-სამეურნეო და გადამზიდავ კომპანიებს, მეტი რუსული სასუქი შეისყიდონ და გადაზიდონ​, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ძალისხმევა გაერო-ს ჩართულობით მიმდინარე რთული მოლაპარაკებების შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთიდან და უკრაინიდან სასუქის, ხორბლის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის გაზრდას.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, აშშ-ის და ევროკავშირის ოფიციალური პირები მოსკოვს სურსათის იარაღად გამოყენებაში სდებენ ბრალს, რადგან მოსკოვი უკრაინიდან ექსპორტს ხელს უშლის. თავად რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გადაზიდვების შეფერხება დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.

ამასთან, „ბლუმბერგი“ წერს, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა გამონაკლისი დაუშვეს, რაც მათ რუსეთისგან სასუქის შეძენის უფლებას აძლევს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრი გადამზიდავი, ბანკი და სადაზღვევო კომპანია მაინც ერიდება მოსკოვთან ვაჭრობას, რათა წესები არ დაარღვიონ. შედეგად, რუსეთიდან სასუქის ექსპორტი წელს 24%-ითაა შემცირებული. „ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები გაკვირვებულნი არიან კომპანიების მხრიდან გამოჩენილი ზედმეტი სიფრთხილით და ეძებენ გზებს ამის გამოსასწორებლად.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ეს ყოველივე ხაზს უსვამს ვაშინგტონის წინაშე არსებულ გამოწვევას, რომელიც ერთი მხრივ, პუტინზე ზეწოლის გაზრდას ცდილობს და მეორე მხრივ, სურს, გლობალურ ეკონომიკას ნაკლები ზიანი მიაყენოს. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, თუ წელს სასუქის საკმარისი რაოდენობით ექსპორტი ვერ მოხერხდა, ეს მომავალი წლის მოსავალზეც აისახება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button