პოლიტიკა

ასეთ პასუხებს თუ გააგრძელებს, გახარიას და მის თანაგუნდელებს აუცილებლად დაიჭერენ – შალვა ნათელაშვილი

ბატონი გახარია ასეთ პასუხებს თუ გააგრძელებს, მას და მის თანაგუნდელებს აუცილებლად დაიჭერენ, სულ ცოტა პარტიას დაუშლიან,- ასეთი პროგნოზი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალა ნათელაშვილმა გააკეთა.

„ბატონი გახარია ასეთ პასუხებს თუ გააგრძელებს, მას და მის თანაგუნდელებს აუცილებლად დაიჭერენ, სულ ცოტა პარტიას დაუშლიან, ისევე როგორც ეს თავის დროზე ნოღაიდელს გაუკეთეს. ის თუ არ გადავიდა პირდაპირ დარტყმებზე და არ ამხილა რეჟიმის მეთაური კორუფციაში, სახელმწიფო შესყიდვაში, რეპრესიებში, ქვეყნის მითვისებაში, ყველა იმ უბედურებაში, რაც მან, როგორც პრემიერმა, ძალიან კარგად იცის, ასე მცირე სიმართლით სიარული, პირველ რიგში მას წაატეხინებს კისერს და პოლიტიკურ კარიერას ძალიან მალე დაამთავრებინებს.

მე ვრჩები ისევ იმ აზრზე, რომ აღნიშნული ფიგურა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის სარეზერვო ვარიანტია. დაინახეს, რომ მათ მოკავშირე ივანიშვილს პრობლემები შეექმნა, შესაძლოა, ძალაუფლება ვერ შეინარჩუნოს, ამიტომ მთელი თავიანთი რეზერვი გამოყარეს. ოლიგარქის გამწარება აქედანაც მოდის, რომ პატრონებთან ცდილობს საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას იმიტომ, რომ კონკურენტი გამოუჩნდა. ივანიშვილმა თქვა, რომ არამარტო პარტიის, სამშობლოს ღალატი იყოო და ასეთ ფრაზებს იყენებდნენ სწორედ ბოლშევიზმის დროს, როდესაც რეპრესიებს ახორციელებდნენ თავის თანაპარტიელებზე. ლენინის პოლიტბიურო გადაცხრილა სტალინმა მთლიანად და ყველას საფუძველი სახელმწიფო ღალატი იყო. ეს ტრადიცია ახლაც უცვლელად გრძელდება. დაპირისპირება თანამებრძოლებს, თანამზრახველებს შორის პოლიტიკაში კიდევ უფრო სასტიკია და უფრო საშინელი ანგარიშსწორებით მთავრდება“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

1 tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close