მსოფლიო

“არ ვართ დარწმუნებულები, რომ შევძლებთ საკმარისი რაოდენობის ენერგიის მოძიებას, რათა გავათბოთ და გავანათოთ ჩვენი სახლები“ – მოლდოვას პრეზიდენტი

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ ვარაუდობს, რომ უკრაინაში ომის გამო მოსახლეობას მკაცრი ზამთარი ექნება. ამის შესახებ სანდუმ პარიზში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც  მოლდოვის მხარდასაჭერად 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბა.

„ეს ომი საფრთხეს უქმნის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდებას. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ შევძლებთ საკმარისი რაოდენობის მოძიებას, რათა გავათბოთ და გავანათოთ ჩვენი სახლები. თუ შევძლებთ, ფასები იქნება არა ხელმისაწვდომი და საკმაოდ მაღალი ჩვენი ხალხისა და ეკონომიკისთვის.

არ არის გამორიცხული, რომ ამან საფრთხე შეუქმნას ჩვენ სოციალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას. ვიცი, რომ ევროპაში ყველა იხდის ძალიან მაღალ ფასს ენერგიისთვის, თუმცა იგივე ფასს აქვს ბევრად მეტი დამანგრეველი გავლენა ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close