მსოფლიო

არეულობა სომხეთში – ფაშინიანმა მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას lenta.ru ავრცლებს.

„დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება გენერალური შტაბის უფროსის და მისი პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. თავდაცვის მინისტრი უკვე ამზადებს შესაბამის გადაწყვეტილებას გენერალური შტაბის ახალი უფროსის და მისი მოადგილეების დანიშვნის შესახებ ”, – თქვა ფაშინიანმა.

მანამდე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. სპეციალურ განცხადებას ხელი დიდი სამხედრო ნაწილების მეთაურებმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა მოაწერეს. მიზეზი გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, ტიგრან ხაჩატრიანის გათავისუფლება გახდა.

სომხეთის პრემიერ მინისტრმა გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ”ყველა ჩვენს მომხრეს  რესპუბლიკის მოედანზე ვიწვევ. მალე საზოგადოებას პირდაპირი ეთერით მივმართავ ”- თქვა მან.

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ტიგრან ხაჩატრიანი თანამდებობიდან ფაშინიანის წინადადებით გაათავისუფლა – გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ფაშინიანის სიტყვებზე, რომ რუსული „ისკანდერების“ არაეფექტურია, გაიცინა.

მთიანი ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ სომხეთში პაშინიანის თანამდებობის დატოვების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. ოპოზიციური ძალები პრემიერ მინისტრს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close