ეკონომიკა
„არანაირი შეფერხება არც პურის და არც ფქვილის მიწოდებაში არ გვექნება, ფასები შენარჩუნდება“ -ლევან დავითაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურ-პროდუქტების და ხორბლის მწარმოებლებს შეხვდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანას არანაირი შეფერხება არც პურის და არც ფქვილის მიწოდებაში არ ექნება.
„პანდემიის ფონზე მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ რეგულარული შეხვედრები გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მორიგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა ხორბლის და პურის მწარმოებლებთან. პურზე ფასის მომატების საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ ვახორციელებთ ხორბლის მარაგების მუდმივ მონიტორინგს. არანაირი შეფერხება არც პურის და არც ფქვილის მიწოდებაში არ გვექნება, ფასები შენარჩუნდება“, – განაცხადა მინისტრმა.