საზოგადოება

აპრილში მიხეილ სააკაშვილის წონა 100 კილოგრამამდე იყო, ახლა კი 73.6-ია – ექიმი

ექიმ თენგიზ წულაძის თქმით, აპრილში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წონა 100 კილოგრამამდე იყო, ახლა კი 73.6-ია.

როგორც მან გადაცემა კვირის ფორმულაში ისაუბრა, სააკაშვილს ზოგადი სისუსტე აქვს და ძირითადად წევს.

“ჩვენ დავსვით დიაგნოზი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ყველაზე მძიმეა ამ შემთხვევაში – კახექსია, რაც წონაში კლებამ გამოიწვია. კახექსიას თავისი განმარტება აქვს და ეს განმარტება არის წონაში კლება 10%-ზე მეტი და სხეულის მასის ინდექსის კლება. სხეულის მასის ინდექსი 20%-ია, ეს არ არის ძალიან დაბალი, მაგრამ ამ კლების ტემპს აქვს მნიშვნელობა, რაც ამძიმებს მის მდგომარეობას”, – თქვა წულაძემ და განმარტა, რომ კახექსია ანორექსიის ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ კლინიკამ თავისი თავი ამოწურა და “რაღაც გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული”, ეს გადაწყვეტილებები კი კლინიკაზე არ არის დამოკიდებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button