მსოფლიო

ამერიკული ავიამზიდი “რონალდ რეიგანი“ ტაივანისკენ დაიძრა

აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამერიკული ავიამზიდი “რონალდ რეიგანი“ და მისი მოიერიშე ჯგუფი მათ რუტინულ პატრულირების ოპერაციას თავისუფალი ინდო-წყნარი ოკეანის მხარდასაჭერად განაგრძობენ.“ 

პარალელურად, ჩინეთი ტაივანის გარშემო მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს მართავს.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ ამ ნაბიჯს უკვე უწოდა გაეროს კონვენციების დარღვევა და განაცხადა, რომ ეს არის კუნძულის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის ტოლფასი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

ამასთანავე, პირველ  აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close