Sliderმსოფლიო

„აზოვსტალიდან“ გამოყვანილი 250-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, მათი ბედი გაურკვეველია – „როიტერი“

„როიტერის“ ცნობითვე, რუსული მხარე აცხადებს, რომ 256 უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩაბარდა, მათგან 51 დაჭრილია. უკრაინის მთავრობა 264 ევაკუირებული სამხედროს შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელთაგან 53 დაშავებულია.

„აზოვსტალის“ ქარხნიდან გამოყვანილი დაახლოებით 250-ზე მეტი უკრაინელი მცველი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დონეცკის მახლობლად, ქალაქ ელენოვკაში გადაიყვანეს, მათი ბედი გაურკვეველია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროები შვიდი ავტობუსით გამოიყვანეს, ავტობუსებს რუსული კოლონა აცილებდა.

„როიტერის“ ცნობითვე, რუსული მხარე აცხადებს, რომ 256 უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩაბარდა, მათგან 51 დაჭრილია. უკრაინის მთავრობა 264 ევაკუირებული სამხედროს შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელთაგან 53 დაშავებულია.

„როიტერი“ ასევე წერს, რომ ხუთი ავტობუსი რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ ნოვოაზოვსკში ჩავიდა, რუსული მხარე ამბობს, რომ დაჭრილებს იქ უმკურნალებენ.

„როიტერის“ ცნობითვე, კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინმა პირადად გასცა გარანტიები, რომ დაშავებულებს საერთაშორისო სტანდარტებით უმკურნალებენ.

ამასთან, უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს რუს ტყვეებში გაცვლიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close