Sliderპოლიტიკა

ადეიშვილის ხელის ბიჭი რომ იყო, იმ მამუკა მდინარაძემ რომ გეძახოს, შენ ქვეყნის მოღალატე ხარო, ეს უნდა მოახერხო – ანი მიროტაძე ოპოზიციას მიმართავს

“როდესაც პარლამენტში პრემიერს იწვევ, ცოტა უკეთეს ფორმაში უნდა იყო, ვგულისხმობ ოპოზიციის ფორმაში ყოფნას. შეიძლება შემეკამათონ, მაგრამ გამოცდილება მაქვს, იქ ვიჯექი 4 წელი და მანამდე ბევრი მთავრობა და ხელისუფლება მყავს ნანახი, როგორც ჟურნალისტს და ვიცი პოლიტიკური პროცესები როგორ იმართება ხოლმე პარლამენტში. მდინარაძე მამუკამ რომ გეძახოს, შენ ქვეყნის მოღალატე ხარო, ეს უნდა მოახერხო, ადეიშვილის ხელის ბიჭი რომ იყო, იმ მამუკა მდინარაძემ, დანარჩენებზე აღარ ვლაპარაკობ. ამიტომ, აუცილებელია, ხოლმე ცოტა მეტად იყო ფორმაში, ცოტა მეტი არგუმენტით დახვდე. მესმის, 50 კაცი ცოტაა, მაგრამ ამაზე ცოტა ოპოზიციონერებიც მინახავს  და ცოტა სხვანაირი გარემო მინახავს საქართველოს პარლამენტში. ზუსტად ვიცი, საქმე გვაქვს ყველაზე ცუდ ხელისუფლებასთან, რომელიც ორიენტირებულია ორ რამეზე, შეინარჩუნოს ძალაუფლება და მაქსიმალურად გაატაროს რუსული პოლიტიკა”- თქვა ანი მიროტაძემ.

აღნიშნულ განცხადებას, ნაცმოძრაობის დეპუტატი ანა წითლიძე გამოეხმაურა: “თქვენ იმათ შორის იყავით, რომელმაც 4 წელი გაუხანგრძლივა ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ყოფნა, ამიტომაც, როცა ჩვენ გვაკრიტიკებთ უნდა გახსოვდეთ, რომ მანდ იყავით და ივანიშვილს “აპრავებდით”. როდესაც იქ თქვენი თავი ვერ ნახეთ კი არა და გამოგაგდეს “ქართულ ოცნებიდან”, მერე შეცვალეთ რიტორიკა, აქ ადამიანები ვზივართ, ვინც ამ ომში 10 წელი ვართ, ამიტომაც ვერ მივიღებ თქვენს ამ კრიტიკას”. განაცხადა ტვ პირველის ეთერში ანი მიროტაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close