პოლიტიკა

ადამიანურად მესმის, რომ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, დარჩეს ტოპ თემების სათავეში – ჰერმან საბო

„გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ ჟურნალისტებთან საუბრისას სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რა დროსა ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენი ამოცანა არის, რომ ახლა ეს დავასრულოთ. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანები“.

ჰერმან საბო ვარაუდობს, რომ სააკაშვილმა დასრულებაში ვადამდელი არჩევნები იგულისხმა.

„გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ ჟურნალისტებთან საუბრისას სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რა დროსა ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენი ამოცანა არის, რომ ახლა ეს დავასრულოთ. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანები“. საბო ვარაუდობს, რომ სააკაშვილმა დასრულებაში ვადამდელი არჩევნები იგულისხმა.

„რაც შეეხება დასრულებას, ალბათ, სააკაშვილი გულისხმობდა, ვადამდელ არჩევნებს. „გირჩი“ ამის წინაპირობას ვერ ვხედავთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეიძლება, ისეთი აკეთოს გაზაფხულზე, რომ ამის საჭიროება დადგეს. ადამიანურად მესმის, რომ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, დარჩეს ტოპ თემების სათავეში და ამით აქტუალობა შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, ხშირად მის სხვადასხვა განცხადებას ვნახავთ – ერთ მომენტში სააკაშვილი შერიგებაზე ისაუბრებს, მეორე მომენტში რაღაც დასრულებაზე და ოპოზიციის ერთობაზე, მესამე მომენტში მთავრობის შეცვლაზე. ამის მიღმა საქმეზე ლაპარაკს ველოდებით. თუ საქმეზე ლაპარაკი იქნება ნებისმიერი აქტორის მხრიდან, ამაზე ვისაუბრებთ. ამის იქით, სააკაშვილის პოლიტიკურ შეფასებებში არ შევალთ, ვიდრე საქმეზე საუბარი არ იქნება“, – განაცხადა საბომ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close