პოლიტიკა

აბსოლუტურად ვიზიარებ ნიკას პოზიციას ემიგრანტებთან დაკავშირებით – უდუმაშვილი

ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ემიგრანტების 0,5%-მა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ კი არა, რომ მათ არ აქვთ სურვილი არჩევნებში მონაწილეობის, ყველას დიდი სურვილი აქვს, უბრალოდ ფიზიკურად ვერ ახერხებენ ამას. როდესაც საფრანგეთში, პარიზში ერთი უბანია გახსნილი, სხვა ქალაქებიდან ფიზიკურად ვერ ჩახვალ, რომ ხმა მისცე. ეს მათ შორის დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული. 

აბსოლუტურად ვიზიარებ ნიკას პოზიციას ემიგრანტებთან დაკავშირებით. აქტიურად უნდა დავიწყოთ საუბარი, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი თანამოქალაქე იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

„ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მეგობრები, პარტნიორები არიან. ბუნებრივია, აბსოლუტურად ვიზიარებ ნიკას პოზიციას ემიგრანტებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ემიგრანტების 0,5%-მა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ კი არა, რომ მათ არ აქვთ სურვილი არჩევნებში მონაწილეობის, ყველას დიდი სურვილი აქვს, უბრალოდ ფიზიკურად ვერ ახერხებენ ამას. როდესაც საფრანგეთში, პარიზში ერთი უბანია გახსნილი, სხვა ქალაქებიდან ფიზიკურად ვერ ჩახვალ, რომ ხმა მისცე. ეს მათ შორის დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული.  ამ თემაზე ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა დავიწყოთ საუბარი, რათა რაც შეიძლება მეტი ჩვენი თანამოქალაქე იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კითხვაზე: „ექნება თუ არა ამ მოდელის დანერგვას არჩევნების შედეგებზე გავლენა“, უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ექნება.

„რა თქმა უნდა, იქონიებს გავლენას შედეგებზეც. სწორედ ამიტომ ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს არის ძირითადად ოპოზიციური ხმები, რადგან კარგი ცხოვრების გამო არ გარბის ქვეყნიდან ჩვენი თანამოქალაქე, გარბის იმიტომ, რომ უჭირს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ხმები არ არის ხელისუფლების მხარეს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button