Batumi Gaming Fest-ი – საქართველოს, განსაკუთრებით ბათუმსა და თბილისს, ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია
საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია განსაკუთრებით ბათუმსა და თბილისს, იმისათვის რომ სათამაშო ბიზნესი განავითარონ, რაც სასაქრებლო იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამის შესახებ Batumi Gaming Fest-ის ფარგლებში გამართული კონფერენციის მონაწილეებმა პანელური დისკუსიის ფარგლებში განაცხადეს.
„საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია განსაკუთრებით ბათუმსა და თბილისს, იმისათვის რომ სათამაშო ბიზნესი განავითარონ, რაც კარგი და სასარგებლო იქნება ქვეყნისთვისც. ამისთვის მნიშვნელოვანია თუ საკომისიო გადასახადების მოიხსნა“, – განაცხადა სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელმა რამაჩანდარ სივამ.
ბიზნესის წარმომადგენლებს უჭირთ მოლოდინებზე საუბარი სწორედ ქვეყანაში რსებული მაღალი მოსაკრებლის გამო.
„სახელმწიფო ხელს არ უწყობს ბიზნესის წამოწყებაში რადგან ძალიან დიდი საკომისიოა ფულის დასაბანდებლად ამიტომ რთულია ისაუბრო მოლოდინებზე, – აღნიშნა, სათამაშო ინდუსტრიის გლობაური საკონსულტაციო სააგენტო “4H”-ის პარტნიორმა ივან კორუჩკინმა.
პენელური დისკუსიისას აღინიშნა, რომ საქართველო ძვირი ქვეყანაა და ამის მიუხედავად მთელი რიგი სახელმწიფოების მოქალაქეები ჩამოდიან სწორედ სათამაშო ბიზნესის გამო.
„იმის და მიუხედავ რომ საქართველოში ჩამოსვლაც კი ძვირი ძჯება, ძვირია ფრენები, პროდუქტი, გადაადგილება და ცხოვრება, თურქეთის, ისრაელის, ირანის მოქალაეები და არა მხოლოდ ძვირი ჩამოდიან და თამაშობენ. თუ სათამაშო ბიზნესში მოიხსნება საკომისიოს მაღალი გადასახადები ვფიქრობთ რომ სათამაშო ბიზნესის განვითარებაში საქართველო წინ წავა“, – განაცხადა აჭარის სათამაშო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ამირანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი Batumi Gaming Fest 2024 გაიმართა, რომლის გენერალური სპონსორი იყო “Otium Casino Batumi”.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სათამაშო ბიზნესის კონფერენცია ხელისუფლების წარმომადგენლების, მასერტიფიცირებელი ორგანოების, ოპერატორების და დამაკავშირებელი ინდუსტრიების მონაწილეობით.
კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსიისას განიხილეს აზარტული თამაშების ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობა, შესაძლო განვითარების ვექტორები. ასევე იმსჯელეს ქართული სათამაშო ბიზნესის აქტუალურ პრობლემებზე.
Batumi Gaming Fest-ი, რომლის გამართვის ინიციატივა Plasma 8-ის დირექტორს ლავრენტი გუბინს ეკუთვნის, წელს მესამედ გაიმართა.