მსოფლიო

160 000 შემსრულებელი შეწყვეტს მუშაობას ლოს-ანჯელესში, რაც შეაჩერებს აშშ-ს კინოსა და სატელევიზიო წარმოების უმეტესობას – ჰოლივუდი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ

ჰოლივუდში  მსახიობები გაიფიცნენ.  დღეიდან, ისინი სცენარისტების პროტესტს  შეუერთდნენ, რომელიც უკვე ორი თვეა გრძელდება. ამერიკული კინოს მსახიობთა გილდიის, ტელევიზიის და რადიოს არტისტების ფედერაციის გაერთიანებული პროფკავშირები მოითხოვენ, რომ გაიზარდოს საბაზისო ხელფასი და ციფრულ პლატფორმებზე ფილმების ჩვენების ჰონორარი.

გარდა ამისა, პროფკავშირი ეძებს გარანტიებს, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) და კომპიუტერით გენერირებული სახეები და ხმები არ იქნება გამოყენებული მსახიობების ჩანაცვლებისთვის. ანალოგიური მოთხოვნებით მაისში გაიფიცნენ სცენარისტები. ამერიკულ კინოინდუსტრიაში მსგავსი მასშტაბური გაფიცვა 1960 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.

დაახლოებით 160 000 შემსრულებელი შეწყვეტს მუშაობას ლოს-ანჯელესში, რაც შეაჩერებს აშშ-ს კინოსა და სატელევიზიო წარმოების უმეტესობას.  სანამ გაფიცვა გრძელდება, მსახიობებს არ შეუძლიათ გამოჩნდნენ ფილმებში ან თუნდაც მათი მონაწილეობით გადაღებული ფილმების პოპულარიზაციის სხვადასხვა ღონისძიებებში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close