
კურორტ შოვის ტერიტორიაზე, სასტუმრო „სანსენტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა.
არსებული ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი.
ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც ადგილზე მყოფება, ფორმულას უყვება, რომ ზონაში, სადაც მიწა
დაიძრა, მოყოლილი არიან ბავშვებიც. მათი თქმით, ელოდებიან ვერტმფრენსაც, რომლითაც
ევაკუაცია მოხდება. სავარაუდოდ, მეწყრული პროცესები რამდენიმე ადგილზეა განვითარებული, მისი ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.
რაჭის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძე განცხადებით, მეწყრული და პრობლემური მონაკვეთები შოვის შესასვლელიდან იწყება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე, მეწყრულ ზონასთან მიახლოება უჭირთ, რადგან ხიდი არის წაღებული.
„გაჩერებული ვართ რაღაც ეტაპზე, იმიტომ, რომ ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ გადავადგილდებით. სამწუხაროდ, ვერავის ვუკავშირდებით. მეწყერი არის საკმაოდ დიდი, შემიძლია დაგიდასტუროთ. რაღაც ეტაპზე ცენტრალური გზის ადგილები აქვს წაღებული. სოფელი გლოლა რომ სრულდება, შოვის შესასვლელიდან უკვე პრობლემური მონაკვეთები იწყება. დანარჩენი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ქრისტინე კობახიძემ.