სამართალი

წალენჯიხაში ყველაზე ახალგაზრდა ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს (ვიდეო)

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად 27 წლის ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი რე­ვაზ უბი­ლა­ვა და­ა­კა­ვა.
უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის და სა­მეგ­რე­ლო ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის“ ბრალ­დე­ბით, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.უ. – მეტ­სა­ხე­ლად „რე­ზი­კო ჯვარ­სკი“ წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს.
გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში შე­მო­ვი­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, რ.უ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და, რის გა­მოც არა­ერ­თხელ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მიერ.
გა­მო­ძი­ე­ბა „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის“ ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 223-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 9-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

უბი­ლა­ვა კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში “ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის” სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. “რე­ზი­კო ჯვარ­სკი” “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად” 2012 წელს, 19 წლის ასაკ­ში “აკურ­თხეს”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close