საზოგადოება
“შუა ხნის ასაკის ვირი გახლავთ დართლოელი ნესტორა. 40 წელს ზემოთ რომაა ზუსტად ვიცით, მაგრამ 50 თუ გახდა უკვე, ეგ – დასადგენია”
სალომე კვარაცხელიას ფბპოსტი:
ეს შუა ხნის ასაკის ვირი გახლავთ დართლოელი ნესტორა
მგონია, რომ ყველამ უნდა იცოდეს მისი ამბავი და საერთოდაც, ერთ ლამაზ დოკუმენტურსაც კი იმსახურებს ))
40 წელს ზემოთ რომაა ზუსტად ვიცით, მაგრამ 50 თუ გახდა უკვე, ეგ – დასადგენია ))
მთელი თავისი ცხოვრება დაბაკუნობს ცხვართან ერთად მთასა და ბარში.
ზაფხული რომ დადგება და ცხვარი მისი სახლის წინ დაიწყებს ჩავლას, ვეღარ ჩერდება ხოლმე ბარში და იწყებს თუშეთისკენ პაკიპუკს.
წელს 8 დღე ადიოდა რადგან ცოტათი მოხუცია უკვე და ნელა დადის.
მთელი თუშეთი ცნობს და ამოდიოდა დართლოში ამბავი, რომ ,,ნესტორა გელიას პავაროტებთან ისვენებს”, ,,ბოთლაწყაროსთან გზას ამოჰყურებდა”, მერე უღელტეხილის ცერზე დაჯისთან მისულა, კაპუჩინო დამალეინეო
ომალოს რო გასცდები და დართლოსკენ დაეშვები, ერთი ადგილია, ღელეს ეძახიან, ივნისში ეგეთი ალპური ყვავილები ამდენი ერთად ცოტა ადგილას მინახავს. ჰოდა, წამოწოლილა ნესტორა ამ ღელეზე და აღარ აგრძელებდა გზას, ვინ იცის დაიღალა თუ, უბრალოდ, ყვავილებიან ალპურ ველზე მოეწონა კოტრიალი
ამოაკითხეს მერე მანქანით და ჩააბრძანეს ზაფხულის არდადეგების გასატარებლად დართლოში ))
დართლოში ისე ვერ გაივლით, ნესტორა არ გადაგეყაროთ რომელიმე კუთხეში, სულ რაღაცას ჭამს, ან ბალახს, ან ხილს, ბოსტნეულს, პურს. Guesthouse shuni / სასტუმრო სახლი შუნი -ში დღეში ოცჯერ მიდის, მიადგება კარს და დგას დაჟინებული მზერით, სანამ არ გაუმასპინძლდებიან. მართალია, შუნის გოგოებს იმონებს, მაგრამ ფისო ხუშკიმუშკი უქვითავს საჭმლის საფასურს, ცვრიან და ცივ დილას წამოუგორდება ხოლმე თბილ ზურგზე და აბა, გაუბედავს ნესტორას და არ უტარებია ზურგით აღმა-დაღმა ))
დართლოს საბჭეოზე (აი, იქ, სადაც საუკუნეების წინ ქალი მოსამართლეები ჰყავდათ) ყველაზე ხშირად ნესტორას დაინახავთ, რადგან საკმარისია, 1-2-მა ადამიანმა სადმე თავი მოიყაროს და ეგრევე იქ მიბაკუნდება ხოლმე, უმისოდ შეკრება ვის გაუგია?!
დართლოსთან კარავს თუ გაშლით, დიდი ალბათობით ცხვირს შემოგიყოფთ და იცოდეთ, მაგ დროს პური, კიტრი, სტაფილო უნდა მიაწოდოთ. ეგაა ნესტორას დაწესებული კემპინგის საფასური
ძალიან მინდა, რომ კიდევ ბევრიბევრი წელი იბაკუნოს ამ სრულიად ჩერჩეტობა არსებამ თუშეთის გზებზე
თამრო იდოიძე