საზოგადოება
“ქალი უკანა სალონში რომ ასულიყო, ის კაცი ნამდვილად ამოჰყვებოდა და რა მოხდებოდა, ვინ იცის…”
“გუშინ რუსთავი-თბილისის სამარშრუტოთი ვიმგზავრე. მძღოლის გვერდით ორი ადგილი რომაა, იქ ვიჯექი, მარტო.
მანქანა თითქმის ცარიელი იყო, რამდენიმე მგზავრი იყო სალონში.
ქალაქის შუაში ვიყავით, რომ დავინახე, გზაზე ასე, 30-32 წლის ქალი იდგა და ვიღაც კაცი ეტორღიალებოდა. ეს გოგო იცილებდა, მაგრამ ის აშკარად ძალადობდა, ხელებს უკავებდა, წინ ეღობებოდა.
არ ვიცი, მისი ნაცნობი იყო თუ არა ის კაცი, მაგრამ ის იყო, მძღოლისთვის უნდა მეთქვა, გააჩერე-მეთქი, რომ ჩავსულიყავი და ერთი კარგად დამემჟავებინა ის ტიპი (პირველი შემთხვევა იქნებოდა თუ რა ), რომ ამ ქალმა ხელი აუწია სამარშრუტოს და ამ დროს მძღოლი, ასე ორმოციოდე წლის კაცი მეუბნება – აქ დასვით თუ შეიძლება, შუაში და თქვენ ფანჯარასთან დაბრძანდით, ის კაცი არ ამოჰყვეს და აქ არ გააგრძელოს მასზე ძალადობაო…
ჩავედი, შევუშვი ქალი და გვერდით მივუჯექი. მამაკაცმა უშვერი გინება მოგვაყოლა, ჰაერში მუშტების ქნევით…
– მადლობაო, ქალმა გულით თქვა.
ჯერ მეგონა, რომ მძღოლის ნაცნობი იყო, მაგრამ მთელი გზა ხმა არ გაუცია მისთვის. მოიკითხავდა მაინც, რომ ცნობებოდა.
ცრელებს ჩუმად ყლაპავდა ქალი, მთელი გზა, რომ ჩვენ, უცხო ადამიანებს არ დაგვენახა მისი განცდები…
ლამის დავკოცნე ეს მძღოლი… შეგნებული, ძალიან მაგარი ადამიანი…
ქალი უკანა სალონში რომ ასულიყო, ის კაცი ნამდვილად ამოჰყვებოდა და რა მოხდებოდა, ვინ იცის…
ისე ვიმგზავრეთ ბოლო გაჩერებამდე, იმ ქალს არც გაუგია, რა მოხდა, წინ რატომ დავსვით და რა მაგარი მძღოლი შეხვდა…
მადლობაც მხოლოდ მგზავრობისთვის გადაუხადა ჩამოსვლისას იმ ადამიანს, რომელიც ღმერთმა გამოუგზავნა…
არსებობენ ასეთი კაცებიც და ამას იმიტომ ვწერ, რომ კარგი მაგალითი გადამდები იყოს…
მარტო მოძალადე კაცებს რომ ვათრევთ, კარგი ტიპებიც უნდა წარმოვაჩინოთ”- – წერს მარი ჯაფარიძე ფეისბუქზე.