საიდუმლო წვრთნის პროგრამა შედგენილია შევარდნაძის და მისი მთავრობის, გამსახურდიას ყოფილ რეჟიმთან დაკავშირებული რადიკალური ნაციონალისტების მიერ ორგანიზებული თავდასმებისა და მკვლელობისაგან დასაცავად – რას წერდა The Washinghton Times-ი 1993 წელს
1993 წლის 13 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების გაზეთში “The Washinghton Times” (გაზეთი “ვაშინგტონის დროება” გამოიცემა 1982 წლიდან) გამოქვეყნდა ბილ გერცის სტატია “აშშ ეხმარება შევარდნაძის დაცვას”.
ამონარიდები: “პენტაგონის (The Pentagon /ბერძნულ ენაზე “ხუთკუთხედი/ იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი /United States Department of Defense მოქმედებს 1947 წლიდან/) მიერ “The Washinghton Times”-ადმი მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის საგანგებო დანიშნულების ძალების (U.S. Army Special Forces აშშ-ს არმიის რჩეული დანაყოფი, რომელიც გაწვრთვნილია პარტიზანული, დივერსიული და სხვა სპეციალური საბრძოლო ოპერაციების წარმოებისათვის. მის მებრძოლებს იცნობენ სახელით “Green Berets” /”მწვანე ბერეტები”/) წარმომადგენლები გაიგზავნენ ომით განაწამები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში – საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტის (1992-1995 წლებში იწოდებოდა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე-სახელმწიფოს მეთური) ედუარდ შევარდნაძის (ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე; 1928-2014 წლები) დაცვის მიზნით. აღნიშნულმა აქციამ, რომელსაც პრეზიდენტმა კლინტონმა (ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტი 1993 წლის 20 იანვრიდან – 2001 წლის 20 იანვრამდე უილიამ ჯეფერსონ /ბილლ/ კლინტონი, დბადებისას უილიამ ჯეფერსონ ბლაიტ III /William Jefferson «Bill» Clinton, William Jefferson Blythe III; დაიბადა 1946 წელს) თავისი დირექტივით მხარი დაუჭირა, უზრუნველყო ანტიტერორისტული წვრთნა და იარაღის მიწოდება ბატონ შევარდნაძის და მთავრობის სხვა ლიდერების დაცვისათვის.
ბატონი შევარდნაძე, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი (1985 წლის 2 ივლისიდან – 1990 წლის 20 დეკემბრმადე და 1991 წლის 19 ნოემბრიდან – 26 დეკემბრამდე) და ერთ დროს საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერი (საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1972 წლის 29 სექტემბრიდან – 1985 წლის 6 ივლისამდე), გაძევებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას (საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი 1991 წლის 14 აპრილიდან – 1993 წლის 31 დეკემბრამდე ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურიდა /1939-1993 წლები/) ნაციონალისტების სამიზნედ იქცა.
ბატონი გამსახურდია, საქართველოს პირველი არჩეული პრეზიდენტი თავის პოსტს ჩამოაშორეს იარაღის ძალით 1992 წლის იანვარში, თავდაცვის სამდივნოს წყაროების თანახმად ამერიკის არმიის საგანგებო დანიშნულების ძალების წარმომადგენლებს მიეცათ უფლებამოსილება, რომ თავის თავზე აეღოთ ბატონ შევარდნაძის დაცვის წვრთნა და მცირე რაოდენობით ამერიკელი კომანდოსების გაგზავნა აღნიშნულ ოპერაციაზე დაკვირვების მიზნით. ტამპას მახლობლად (ფლორიდა) მაკდილის საჰაერო ბაზაზე განლაგებული საგანგებო სამეთაურო პუნქტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არსებული პროგრამის თანახმად, ყოველწლიურად აშშ-ს კომანდოსები ასამდე ქვეყანაში იგზავნებიან.
ძირითადად, აღნიშნული ოპერაციები ტარდება აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის მთავრობების მხარდასაჭერად. თბილისის ოპერაცია პირველი ასეთი ოპერაციაა ყოფილი საბჭოთა კავშირის (მოქმედებდა 1922 წლის 30 დეკემბრიდან – 1991 წლის 26 დეკემბრამდე) ტერიტორიაზე. კომანდოსები გაგზავნილ იქნენ ანტიტერორისტული ნაწილებიდან, რომლებიც ფორტ-ბრეგიში, არმიის სპეციალურ სამეთაურო პუნქტშია განლაგებული. ჩრდილოეთ კაროლინაში გაიგზავნა საბრძოლო მოქმედებების ხელშემწყობი ორი ქართული ჯგუფი, რათა მათ წრთვნა გაიარონ ჯონ ფიცჯერალად კენედის (ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი 1961 წლის 20 იანვრიდან – 1963 წლის 22 ნოემბრამდე ჯონ ფიცჯერალდ კენედი /John Fitzgerald Kennedy, JFK; 1917-1963 წლები)სახელობის საბრძოლო ცენტრში ფორტ-ბრეგიში.” “ეს კეთდება იმისათვის, რომ დავიცვათ შევარდნაძე ტერორისტული თავდასხმებისა და გადატრიალებებისაგან, რადგან ის არის დემოკრატიის დამყარების მთავარი გარანტი” – განაცხადა სამხედრო უწყების საინფორმაციო სამსახურმა, რომელიც ოპერაციის საქმის კურსში.”
“ცალკეული დეტალები, იმისა, თუ რა სახის წვრთნას და შეიარაღებას მოიცავს აღნიშნული პროგრამა არ არის ცნობილი. საიდუმლო წვრთნის პროგრამა შედგენილია ბატონი შევარდნაძის და მისი მთავრობის სხვა წევრების დასაცავად გამსახურდიას ყოფილ რეჟიმთან დაკავშირებული რადიკალური ნაციონალისტების მიერ ორგანიზებული თავდასმებისაგან და მკვლელობისაგან. ამერიკის შეერთებული შტატების თანამდებობის პირები თვლიან, რომ ქართული მისია წარმოადგენს საზღვარგარეთის შინაგანი დაცვის სამხედრო პროგრამის ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს ტერორისტების საწინააღმდეგო სპეციალურ წვრთნას, იარაღისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის მიწოდებას უცხოეთის ლიდერებისათვის 1960 წლის შემდეგ.” “1992 წლის 2 მარტს საქართველოს სამხედრო სადაზვერვო სამსახურმა გახსნა “სერიოზული ინფორმაცია”, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ მზადდებოდა ბატონ შევარდნაძის მკვლელობა, დაუდგენელი მტრის მიერ.”
“ამას გარდა იყო შეტყობინება, რომ გამსახურდიას მომხრეები ამზადებენ ბატონ შევარდნაძის მოტაცების გეგმას. ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქართულად მოლაპარაკე კომანდოსი საქართველოს უსაფრთხოების პერსონალთან ერთად გაზაფხულზე დაბრუნდა თბილისში.” “სანამ 1992 წლის მარტში (1992 წლის 7 მარტს) ბატონი შევარდნაძე მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდებოდა, მას ემუქრებოდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები,” “ეგრეთწოდებულ “ზვიადისტთა” შემოტევებისა და გადატრიალების შეთქმულებების მოგერიებასთან ერთად შევარდნაძის მთავრობა ებრძვის სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ ჯგუფებს ქვეყნის ორ რეგიონში.”
“კლინტონის ადმინისტრაცია დაუფარავად უჭერს მხარს ბატონ შევარდნაძეს. აპრილში პრეზიდენტმა ბატონ შევარდნაძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მხარს უჭერდა მის მთავრობას.”
პოსტს დავით არაბიძე აქვეყნებს.