საზოგადოება

კახეთში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა

ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. ინფორმაციას 1 tv ავრცელებს.

სოფელ ახალსოფელში, ჩანტლისყურში, მთისძირსა და ჭიკაანში 50-ზე მეტი საცხოვრებელ სახლის სახურავი დაზიანდა.

სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიით დაზარალებულ სოფლებში დილიდან უკვე მუშაობს.

ამასთან, სტიქია იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close