იატაკზე ვირუსის ყველაზე მეტი კონცენტრაციაა – კორონავირუსი ფეხსაცმლიდანაც ვრცელდება
ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსს გადარჩენა ფეხსაცმელზეც შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
ამ კვირაში კორონავირუსის შემთხვევებმა 1,9 მილიონს გადააჭარბა. აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ვირუსი რესპირატორული წვეთების (დახველების ან დაცემინების) საშუალებით ვრცელდებოდა. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი ფეხსაცმლიდანაც ვრცელდება. Military Medical Sciences-ის მკვლევარებმა, Huoshenshan Hospital- ის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტის ნაცხის ანალიზი აიღეს.
ასევე, მათ კვლევისთვის ნიმუშები აიღეს ჰაერიდან, იატაკიდან, კომპიუტერიდან, ყუთებიდან, მოაჯირებიდან, პაციენტების სამედიცინო ნიღბებიდან და ასევე სამედიცინო პერსონალის ფეხსაცმელებიდან.
კვლევამ აჩვენა, რომ იატაკზე ვირუსის ყველაზე მეტი კონცენტრაცია ფიქსირდებოდა.
სამედიცინო პერსონალი მუდმივად გადაადგილდება. შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკიც იზრდება. აფთიაქის იატაკიდან აღებული ნიმუშებზე ვირუსის კონცენტრაცია დაფიქსირდა მაშინ, როდესაც აფთიაქში არცერთი პაციენტი არ იმყოფებოდა.
ასევე, სამედიცინო პერსონალის ფეხსაცმლიდან აღებული ნიმუშების ტესტირების შემდეგ, კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოვიდა. მეცნიერები სამედიცინო პერსონალს მოუწოდებენ ფეხსაცმელებს დეზინფექცია რეგულარულად გაუკეთონ:
„პრაიმტაიმი“