რეგიონები
“თუ საქართველოში კონფრონტაციული ოპოზიცია გაიმარჯვებს, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში შედის” – სერგეი შამბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალურად განვითარდება ოკუპირებული აფხაზეთის ინტერესებშია.
ინფორმაცია მედიაში “აფსნიპრესზე” დაყრდნობით ვრცელდება.
“ის, რომ რუსეთი და საქართველო ერთ დღეს ნორმალურ ურთიერთობას დაამყარებენ, ვფიქრობ, არ უნდა იყოს საშიში, რადგან მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ყოველთვის ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. თუ საქართველოში კონფრონტაციული ოპოზიცია გაიმარჯვებს, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში შედის”, – განაცხადა სერგეი შამბამ ჟურნალისტებთან საუბრისას