პოლიტიკა
ვაკვირდები ძალადობას თბილისში, გადავწყვიტე, გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ საზოგადოებაზე ძალადობის უკან – ადამ კიზინგერი
რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„ვაკვირდები ძალადობას თბილისში და ვიზიარებ ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადავწყვიტე, გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ საზოგადოებაზე ძალადობის უკან. ამერიკას სჯერა თავისუფლების“, – წერს კინზინგერი.