საზოგადოება

დიახ, პასუხი უნდა აგოთ ჩვენთვის წართმეული წლებისთვის! – ნანა სულავა

91-92 წლებში აქციაზე მისულ დავით ბერძენიშვილს რომ ჰკითხეს, რა დააშავა ზვიად გამსახურდიამ, რომ დაამხეთო? ანტიკონსტიტუციურად იქცეოდაო, – ბრძანა. ახლა, 33 წლის შემდეგ, იგივე გაიმეორა ჟურნალისტის შეკითხვაზე, ოცნება ანტიკონსტიტუციურად მოქმედებსო. ახლა რა სინდისით ეფარებით საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას? 33 წლის წინ ვინ სად იდექით და რას აკეთებდით, ყველაფერი კარგად გვახსოვს. ბოკერიები, ბარამიძეები ავტომატებით შეიარაღებულები რომ იყავით, როცა მართლა დამოუკიდებელი იყო საქართველო, მაშინ დაამხეთ.

ჟურნალისტი ნანა სულავა სოციალურ ქსელ “ფეისქბუქში” ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“აქციის ორგანიზატორებს უნდა ეფიქრათ, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლება ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის განსაკუთრებულ არჩევანს აკეთებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას გარკვეული გარანტიები აქვს მსოფლიოში მოქმედი დიდი პოლიტიკური ძალების მხრიდან. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ოლიგარქიას არცერთ ქვეყანაში არ მიუღია მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად და ვერც მიიღებს.

შალვა ნათელაშვილს მინდა ვუთხრა, ბიძინა ივანიშვილს სპეცსამსახურები გაიტაცებენო, რომ ამბობს, პანამის გენერალი მანუელ ნორიეგა რომ გაიტაცეს ამერიკის სპეცსამსახურებმა და ათწლეულები ციხეში ამყოფეს, ამერიკა „დღეს ის თამრო აღარ არის“, ასე პირდაპირ ინტერვენციაზე რომ წავიდეს.

გავიხსენოთ, 2005 წელს, ვარდების რევოლუციის მსგავსი აქციებით, ამერიკელმა იმპერიალიზმმა მოინდომა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კარიმოვის დამხობა, მაგრამ ვერ მოახერხა. რატომ? იმიტომ, რომ 2005 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უკვე იმდენად ძლიერი იყო, უზბეკეთს მხარი შეაშველა და ამერიკულ იმპერიალიზმს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

ახლა გაიხსენეთ, ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას რატომ მოაწერა ხელი? შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ დელეგაცია, კობახიძის ხელმძღვანელობით,  რატომ ჩავიდა პეკინში და შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრებს?

პოლიტიკურად გაუნათლებელ ახალგაზრდობას მივმართავ, ბებერ პუტჩისტებს აქციებზე რომ გამოჩნდნენ, რა უნდა ვუთხრა, მათთან მიმართვას აზრი არა აქვს. თუ მაყუთს არ აკეთებ, ამ სამარცხვინო აქციებში რატომ მონაწილეობ და თუ ფულს არ აკეთებ ისე დადიხარ, მაშინ გამოდის, რომ გაგაბრიყვეს! რომ გაჰყვირიხართ, „არა რუსულ კანონსო“, იმიტომ ყვირიხართ, რომ ამ კანონს რუსეთის ფედერაციაში არ აკრიტიკებენ და არ მოითხოვენ მის გაწვევას? გეკითხებით, კოლუმბიაში თუ არ აკრიტიკებენ და არ მოითხოვენ მის გაწვევას, რა, კოლუმბიური კანონიცაა? რაღაც არც სერბეთიდან გამიგია მისი კრიტიკა. რომ იმეორებთ თუთიყუშივით, არა რუსულ კანონსო, გაეროში 193 ქვეყანაა, აქედან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გააკრიტიკა ეს კანონი. ახლა დადექით და ჩამოთვალეთ ყველა ის ქვეყანა, რომელიც არ მოითხოვს კანონის არმიღებას და დააბრალეთ ყველა სხვა ქვეყანას, რომ კანონი, რომელიც მიიღეს საქართველოში, იმ ქვეყნების კანონია.

საინტერესოა, რა ფულს იღებთ ამ სულელური ტექსტის გამეორებით. აბა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ?!

გაითვალისწინეთ, აქციის მონაწილე ბებერო პუტჩისტებო, ახალგაზრდებს არ ვეუბნები, ისინი მაშინ დაბადებულებიც არ იყვნენ. დღეს გამსახურდიას ხელისუფლების ძალოვანები: ხაბულიანი, ჭელიძე, ნინუა, ქობალია კი არ გიპირისპირდებიან, რომელთაც ცალი თვალი გაქცევაზე ეჭირათ. ივანიშვილის ძალოვნები არაფერს დაგითმობენ, ესენი სხვა ტიპები არიან და სულ სხვა მოტივაცია აქვთ. გამსახურდიას დროინდელ ძალოვნებს მაშინ კაპიტალი არ ჰქონდათ. გაიხსენეთ, რას ამბობდა მათი პოლკოვნიკი ბესიკ ქუთათელაძე – რა მონაპოვრები უნდა დამეცვა? ეს მაშინ თქვა, როდესაც თბილისში, სატელევიზიო ანძა მიატოვა. აბა, ახლა შეხედეთ, ესენი რამეს დაგითმობენ? დროსა და სივრცეში აცდენილები ხართ და ვერც მიმხვდარხართ, რომ დღევანდელი ხელისუფლების ძალოვანები მოტივირებულები არიან დაიცვან რეჟიმი. ახლა ვისი იმედი გაქვთ? აქციის ერთ-ერთი ლიდერის, თავადისშვილის, საკუთარი ცოლის, აზნაურის ქალის სუტენიორი იყო? აი, ასეთი დასავლური ღირებულებების დასამკვიდრებლად იბრძვით. რისი იმედი გაქვთ? აქციის მონაწილეებისა ხომ არა? მათი, ვინც 2008 წელს შემოდგომაზე კონცერტებს მართავდნენ რუსეთის ფედერაციაში, როცა ჩვენი ბიჭების საფლავებიც არ იყო გაციებული.

ვაი, თქვენს პატრონს!

91-92 წლებში აქციაზე მისულ დავით ბერძენიშვილს რომ ჰკითხეს, რა დააშავა ზვიად გამსახურდიამ, რომ დაამხეთო? ანტიკონსტიტუციურად იქცეოდაო, – ბრძანა. ახლა, 33 წლის შემდეგ, იგივე გაიმეორა ჟურნალისტის შეკითხვაზე, ოცნება ანტიკონსტიტუციურად მოქმედებსო. ახლა რა სინდისით ეფარებით საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას? 33 წლის წინ ვინ სად იდექით და რას აკეთებდით, ყველაფერი კარგად გვახსოვს. ბოკერიები, ბარამიძეები ავტომატებით შეიარაღებულები რომ იყავით, როცა მართლა დამოუკიდებელი იყო საქართველო, მაშინ დაამხეთ.

ღმერთო ჩემო, ამ აქციებზე მეზარბაზნე დევი ჭანკოტაძეც დგას.

აქციაზე ამაყად მდგომ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ვეკითხები, არა რუსულ კანონსო რომ იძახი, შენ არ იყავი, თბილისის ზღვაზე, ქვეყნის დასაქცევად დაბანაკებულ კიტოვანს და სიგუას მზრუნველობას რომ არ აკლებდი? ახლა მიპასუხე, კიტოვანი, სიგუა და გვარდიის დეზერტირები „რუსული“ არ იყო? გაიხსენე, გმირთა მოედანზე რუსული ქვეითთა სამხედრო მანქანები რომ გამოჩნდა შევარდნაძის ტირანიის დასაცავად, ახლა რომ შაბაშებს აწყობთ გმირთა მოედანზე, გზებს კეტავთ და რუსული ბე-ემ-პეების ტრადიციას აგრძელებთ, შენმა კიტოვანმა და სიგუამ გადაკეტეს გმირთა მოედანი მაშინ და ახლა თქვენ კეტავთ. აი, ყველაზე მეტად რომ გაყვირიხართ, არა რუსულ კანონს, არა რუსულ კანონსო, ზუსტად თქვენ ატარებთ რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ ხაზს მაგ თქვენი აქციებით. რა, რუსული კანონით არ დაგინიშნათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანოვმა სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე? მაშინ რატომ არ გააპროტესტეთ?! თუ მაშინ ყველაფერი რუსული მისაღები იყო თქვენთვის და ახლა აღარ არის? ნუ გაჰყვირიხართ, საქართველოს გაუმარჯოს და ქართულ დროშას ხელიდან ხელში ნუ ატრიალებთ! თქვენ იმასაც ვერ ხვდებით, რა მძიმე გამოცდა მოგიწყოთ უფალმა თავის ჯვარცმის დღეებში, რომელსაც თქვენნაირებმა აზიდინეს ჯვარი გოლგოთაზე, საკუთარი ხელით.

ახლა საქართველო აგყავთ ჯვარზე! მწამებლების, ფაშისტების მობრუნება გინდათ, მაგრამ ის არ იცით, რომ სწორედ ეს დღეები გაგცემთ პასუხს თქვენ და თქვენს დამსაქმებლებს. დიახ, პასუხი უნდა აგოთ ჩვენთვის წართმეული წლებისთვის, რადგან 33 წელიწადია ამ ჯვარცმას ვითმენთ. განა რამდენი 33 წელი ცოცხლობს ადამიანი. 33 წელიწადია რკინის კარს ეჯაჯგურებით, მხოლოდ სკამების გამო და საქართველოს გაჰყვირიხართ. 33 წელიწადია ამახინჯებთ ახალ თაობებს!

ღმერთო ჩემო, ამ აქციებზე ზურაბ ჟვანიას გოგოც გამოჩნდა. მას ვეკითხები: – გოგო, ბიძინამ მოგიკლა მამა? (თუმცა „მაშასადამე“ მამაშენიდან დაიწყო და ეგ „მაშასადამე“ გადაწონის მამაშენის მკვლელობას). ისიც უნდა იცოდე, რომ მამაშენი მანამდე, 1991 წელს, ტელერადიო დეპარტამენტთან კიტოვანის დეზერტირ გვარდიელებთან ერთად, ავტომატით ხელში იდგა და ამ უბედურების სათავეში ისიც იყო.

ახლა აქციას წინ მოუყვება 4 სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არის, საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი უნდა იყოსო, რომ გაჰყვირიხართ?

ვაი, სირცხვილო. ამ აქციებს ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებიც რომ შეერივნენ. ანა მიქაუტაძეს, ბეჟან ჯავახიას და სხვებს ვეუბნები: თქვენ, ვინც ევროკავშირის დროშას აფრიალებთ, ყველანი ხართ საქართველოს დამოუკიდებლობის მტრები, რადგან ეწინააღმდეგებით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგს, სადაც წერია: „საქართველო უნდა იყოს მიუმხრობელი სახელმწიფო და ის იმპერიალისტურ გაერთიანებაში არ უნდა შედიოდეს…“ თქვენ 90-იანელების ფარისევლები ხართ. ესეც,  ალბათ, ზვიად გამსახურდიას ბედისწერა იყო.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სუვერენიტეტის დათმობასო. სულმნათმა ზვიად გამსახურდიამ ჯერ კიდევ როდის გითხრათ, საქართველო უნდა იყოს მიუმხრობელი სახელმწიფო და იმპერიალისტურ გაერთიანებაში არ უნდა შედიოდესო? ამ დროს ორივე ბანაკი იმპერიალისტურ გაერთიანებაში მიძვრებით, გინდა ევროკავშირი და გინდა ნატო, როგორც სამხედრო აგრესიული იმპერიალისტური ბლოკი. ვისაც ამ იმპერიალისტურ გაერთიანებაში უნდა შეძრომა, მისი მიზანია, აქ, საქართველოში, ქურდებად და მაყურებლებად იყვნენ. ხომ არ დაგავიწყდათ, 1990 წელს ფსევდო კომუნისტმა პეტრე ჩხეიძემ რა ლოზუნგი თქვა: „გადავაქციოთ საქართველო ანტიკომუნისტურ ზონად“. გადააქციეს კიდეც 1992 წელს და მას შემდეგ ჭიშკართან ერთმანეთს ეჯაჯგურებიან, ვინ იქნება ამ „ზონის“ „მაყურებელი“, რომ სხვები, ჩვენ, მათი „შნირები“ ვიყოთ. ამ ანტიკომუნისტურმა ზონამ ბოროტების მეტი არაფერი მოუტანა ხალხს. ახლა მიდის სწორედ ზონის მაყურებელთა შორის ძიძგილაობა.

ზოგისთვის ამერიკელი იმპერიალისტი ქურდები არიან სარგებლის მომტანი, ზოგისთვის – ევროპელი ქურდები, ზოგისთვის კი – რუსი იმპერიალისტების მსახურება.

ქუჩაში გამოსულ ახალგაზდებს ქარსა და წვიმაში ქუჩაში ათენებინებენ და თავად შენობაში რომ სძინავთ თბილად, ეუბნებიან, არ დაიშალოთ, თქვენთვისაც იქნება „რაცხა სახეიროო“ და ესენიც ქვეყნის სიყვარულით დემაგოგობენ. თუ ქვეყანა გიყვარს, ბიჭო, მაშინ იბრძოლე და დაიბრუნე საქართველოს რესპუბლიკა, რომელიც დამოუკიდებელი და თავისუფალი იყო. აღადგინე კონსტიტუციური ხელისუფლება, ამის გამო რომ დაამხეს. იბრძოლეთ იმისთვის, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პროგრამა აღასრულონ, მაგრამ ამას არცერთი ბანაკი არ აკეთებს. ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და დღესაც ასეა. ზოგი თქვენგანი ისეთი პატარები იყავით, რომ ფაშისტ სააკაშვილის რეჟიმიც არ იცით და შევარდნაძის ტირანიაზე ხომ წარმოდგენა არ გაქვთ, მისმა კლანმა რომ გაძარცვა საქართველო. თქვენ „ოცნების“ თაობა ხართ, თაობა, რომელიც კარგს ვერაფერს სწავლობს და ხედავს. კიდევ შეცდომაში შეყავხართ ეს ახალგაზრდები.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი გიგლა ბერბიჭაშვილზე ლაპარაკობს, რომ მან მოკლა ილია ჭავჭავაძე. მისი სიტყვები გაიმეორა პრემიერმა კობახიძემ. ბავშვებო, ეს არის სიცრუე. ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმის პოლიტიკური დამკვეთი იყო რუსეთის იმპერიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, შს მინისტრი, გრაფი პეტრე არკადის ძე სტოლიპინი. ამისთვის მან სარგებელი მიიღო. ისტორიას ნუ აყალბებთ. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ სიმართლე! 1941 წელს საბჭოთა სასამართლომ გაასამართლა გიგლა ბერბიჭაშვილი. მან განაცხადა, რომ მას არ მოუკლავს ილია. სასამართლომაც უარყო მისი მონაწილეობა ილიაზე თავდასხმასა და მის მკვლელობაში. ამ მკვლელობის შემსრულებლები იყვნენ ამიერკავკასიის ჟანდარმერიის ოფიცრები და აგენტები. საქმის ერთი ნაწილი თბილისის ჟანდარმერიის სასამართლოში გაანადგურეს, მეორე ნაწილი გენერალ დენიკინის ხელში აღმოჩნდა. ამას დაწვრილებით იმიტომ გიყვებით, რომ ცდილობენ ახალგაზრდებს ტვინები გამოურეცხონ, ისტორიას აყალბებენ. ვინც იძახის ბერბიჭაშვილიო, ამას იმიტომ იძახის, რომ ქართველ გლეხს „აჰკიდონ“ ილიას მკვლელობა და გრაფი სტოლიპინი გაამართლონ. საერთოდ დაამთავრეთ ამაზე საუბარი, ილია თქვენი სახსენებელი არაა, რადგან ილიას იდეების დაუძინებელი მტრები ხართ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ილია ამბობდა, ხსნა შრომის განთავისუფლებაში არისო, თქვენ კი მონურ შრომას ამკვიდრებთ, ამას 1992 წლიდან მიღებული შრომის კანონმდებლობა ადასტურებს. ხშირად ახსენებთ ორჯონიკიძეს ცუდად. ის რომ არ ყოფილიყო, სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია არ მოხდებოდა და საერთოდ, უმაღლეს განათლებას ვერ მიიღებდით – იქნებოდით წერა-კითხვის უცოდინარი „9 ნომერი გლეხები“. სერგო ორჯონიკიძე გლეხისკენ, მუშისკენ, მშრომელი ინტელიგენციისკენ იხედებოდა, თქვენ ვისკენ იხედებით? მის აშენებულ მარიუპოლს დღესაც ვერ ანგრევენ.

ახლა აქციებზე მოსიარულე ახალგაზრდებს ვეკითხები – რატომ არის ხადარკოვსკი დასავლეთში უცხოური გავლენის აგენტი? ის ხომ რუსული ოლიგარქიის ვარსკვლავი იყო? რატომ არ სვამთ კითხვას, დღეს ხადარკოვსკი რატომ ითხოვს ასე მონდომებით სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას? რუსი ოლიგარქი რატომ ითხოვს? არა რუსულ კანონსო, რომ გაიძახით, რუსული ოლიგარქიის მხარდამჭერ საქმეს რატომ აკეთებთ? რომელიმე თქვენგანმა თუ დასვით აქციაზე საკითხი, რომ დაუბრუნდეს ქართველ ხალხს შევარდნაძე-სააკაშვილისგან რუსი ოლიგარქებისთვის გადაცემული სტრატეგიული ობიექტები?! ამაზე ხმას რატომ არ იღებთ?

აი, ამ ფაქტებზე აფრთხილებდა დევნილობაში მყოფი ზვიად გამსახურდია ქართველ ხალხს თავის წერილში „საქართველოს ტელევიზიისადმი“. რაც ხდებოდა იმ პერიოდში და რაც მოხდებოდა, ამაზე წერდა ყველაფერს. იბრძოლეთ ქართველი ხალხის ეროვნულ-სოციალური გათავისუფლებისათვის და არა იმისთვის, თუ რომელი იმპერიალისტური ცენტრის უღელი გექნებათ კისერზე დადგმული.

მდინარაძეს თუ ხაზარაძით შეცვლით, ამით სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება. ობიექტურ-კლასობრივი პოზიციიდან თუ არ შევაფასებთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, რასაც ახორციელებს საქართველოს ოლიგარქია და ფაშიზმი, ეს ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანს, განსაკუთრებული მსხვერპლით.

ტყუილი და სიცრუეა ტოლობის ნიშნის დასმა ევროპასა და ევროკავშირს შორის. ევროპა არის ქვეყნები და ხალხები თავისი ისტორიით და კულტურული ტრადიციებით. ევროკავშირი კი  კაპიტალისტური სახელმწიფოების მიერ შექმნილი იმპერიალისტური ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც არის იერარქიული, სადაც არ მოქმედებს ცნობილი ლოზუნგი – თავისუფლება, თანასწორობა და ერთობა. პირიქით, ევროკავშირი ემსახურება ევროპის ხალხების ექსპლუატაციას, ამ ხალხების მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნას.

ამიტომ ევროკავშირის გაღმერთებას თავი დავანაბოთ!

2016 წელს დიდმა ბრიტანეთმა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ რეფერენდუმის გზით დატოვა ევროკავშირი. რატომ აქვს დიდ ბრიტანეთს უფლება, არ იყოს ევროკავშირის წევრი და მე და ჩემნაირებს არ ჰქონდეს უფლება? ჩვენ რა, მესამე ხარისხის ადამიანები ვართ? ან ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა რა ბედენაა? რამდენი ათეული წელია ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია კანდიდატები არიან და მერე რა? ან ბულგარეთი თუ გახდა ევროკავშირის წევრი, იმიტომ მოხდა იქ ინდუსტრიული რევოლუცია? თანამედროვე ახალგაზრდებმა იაზროვნეთ, დასვით კითხვები. ხომ ხედავთ, „ოცნებას“ ახლა არ მოსწონს თქვენი აზროვნება, იმაზე კი არაფერს ამბობენ, სააკაშვილის მიღებულმა ზოგადი განათლების კანონმა რომ გამოიწვია ეს და ეს კანონი თვითონ რომ უთქმელად დატოვეს. იმიტომ ეძახიან ახლა ერეკლე მეორეს მოღალატეს და ლევან ბერძენიშვილს – გმირს.

ომის გაჩაღებას ასევე ხელს უწყობს ბევრი ჟურნალისტი. მათ ვეკითხები, რატომ არ სვამთ კითხვას, აღნიშნული კანონის უკან გაწვევას რომ ითხოვთ, იმას რატომ არ ახსენებთ, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი რომ ახორციელებენ საქართველოში კულტურულ, სოციალურ და ჰუმანიტარულ პროექტებს და გრანტებსაც ხარჯავენ. ეს კანონი მარტო დასავლეთიდან დაფინანსებულებს ეხებათ? ამაზე კითხვა არ გიჩნდებათ?

მაგრამ, საქმე იმაშია, რომ დასავლეთიდან საქართველოში ასეთი ენჯეოები სჭირდებათ როგორც პოლიტიკური იარაღი, რათა იბატონონ საქართველოს სახელმწიფოზე, სჭირდებათ იდეოლოგიური ინტერვენციისთვის, რათა ახალგაზრდებს ტვინები გამოურეცხონ და დარჩნენ უსამშობლო მანქურთებად, რომლებსაც არავითარი პატივისცემა არა აქვთ ეროვნული გმირებისადმი, ჩვენი სახელოვანი მეფეების და წმინდანების მიმართ. მთავარია, ასეთი არასამთავრობოები ქვეყანაში გამოყენებულ იქნას ამორალური ქცევების დასამკვიდრებლად, გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის თავზე მოსახვევად (აქციის ერთ-ერთი ორგანიზაროტის გარყვნილი ოჯახის მსგავსად), რათა საქართველოში იცხოვროს ავადმყოფმა და გაუბედურებულმა მასამ, მოკლე ისტორიულ პერიოდში რომ განადგურდეს.

დღეს საჯარო სივრციდან ჟურნალისტის პროფესია სალანძღავად იქცა, ასე არცერთ დროში არ ყოფილა. ყველანაირი ეპითეტი გამიგონია, მაგრამ „ვაი-ჟურნალისტი“, ეს ნეოლოგიზმი თქვენთან მისადაგებით შევიტყვე. არა, ბიჭო, ჩემსავით კაპიკებზე მუშაობთ! ფულის გულისთვის სამშობლოს წირავთ და ყველა რეჟიმთან ხართ გარიგებული. ხომ დაგიწერათ სოცქსელში ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა, მე ჩემი პროფესიის უკვე მრცხვენიაო. ის ჟურნალისტი მთელ მედიას გადასწონის. რა ემოციურად ახმოვანებთ აქციის მონაწილეების სასტიკად ცემის ფაქტებს, გაკვირვებას ვერ ვმალავ.

ინგა გრიგოლიას ვეკითხები: შენ, ნაცემი, ნაწამები ქალები რომ გირეკავდნენ მატროსოვის ციხიდან, სააკაშვილის რეჟიმის დროს და გემუდარებოდნენ, ჩვენს ტანჯვას ერთი „რეაქცია“ დაუთმეო, გააკეთე? ყურსუკან გადაატარე. ახლა, ლაზარეთი რომ ტვინი წაიღეთ, ვითომ თავისუფალი ერთი ტელევიზიიდან მეორეში მიგყავთ, რა, არ დააშავა? მისი ტოლიც არ იყო 15 წლის, უკანონო პატიმარი, ოქროყანელი გიორგი იაშვილი, სააკაშვილის ციხის ჯალათებმა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ ცემაში ამოხადეს სული. მკვდარი დაკიდეს ხეზე, თითქოს თავი ჩამოიხრჩო. ამ ყველაფერს შეესწრო რუსი ეროვნების პატიმარი ქალი, ტანია „რასტოვსკაია“. ის „რუსული გულით“ ქართველ ბიჭს ფარად უდგებოდა, ცხარე ცრემლებით ტიროდა, ქართველმა აწამა ქართველიო, – იძახდა. რამდენი ხანია ამ ბიჭის ისტორიაზე ვწერ, სააკაშვილის ჟურნალისტებო, დაინტერესდით ამ თემით? თქვენ ამას არასდროს გააშუქებთ, რადგან თქვენი პატრონები ამის უფლებას არ მოგცემენ. დიდ ჰონორარზე იტყვით უარს და სიმართლეს დაწერთ თუ რა?

ნინო ჟიჟილაშილსაც მინდა შევახსენო, 2019 წელს რომ გაჰკიოდი ტელეეთერიდან, რუსთაველის პროსპექტზე მომწამლავი აირია გამოყენებულიო, რამდენი ადამიანი დააპანიკე, ეს რომ ასე ყოფილიყო, ხომ დაიხოცებოდნენ. მომწამლავი აირი რომ გაეშვათ, რუსთაველი კი არა ნახევარი მთაწმინდაც ვერ გადაურჩებოდა. ფულის გულისთვის ყველანაირი სიცრუის მთქმელი ხარ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ თუ მისცა შეფასება შენს არაეთიკურ საქციელს? რა თქმა უნდა, არა, რადგან ისიც შენნაირია. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიო, რომ გაიძახით, ჰქონდათ თუ არა მათ გახსნილი საიდუმლო ციხეები სხვა ქვეყნებში? ბალტიის რესპუბლიკაში, სადაც იტაცებდნენ ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან და ჩვენებების გამოძალვისთვის მიჰყავდათ ამ ციხეებში. შემთხვევით ლიეტუას რესპუბლიკაც ხომ არ იყო ამ საქმეში ჩართული?

აქვე ჩავეკითხები შევარდნაძის ტირანიის სამსახურში მყოფ ჟურნალისტებსაც – ხომ ცოცხლები ხართ? სად ხართ ახლა, 33 წლის წინ ტელევიზიის კიბეებზე რომ ისხედით და ვითომ დემოკრატიისთვის იბრძოდით? ასეთი დემოკრატიისთვის იბრძოდით, კაცო? დღეს, რუსთაველზე ოპოზიციის ლიდერებს რომ მოუძღვებიან ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, როგორ გაბედეთ რუსული კანონის მიღებაო, დასანქცირებით აშანტაჟებენ მთავრობას. ერთმა პირდაპირ გითხრათ – ევროპა ნიშნავს სუვერენიტეტის დათმობასო, ამისთვის იბრძოდით? ბუნდერსტაგის ერთი დეპუტატი იმასაც გვიცხადებს, რომ საქართველოში მათი იდელოგიური დოგმების დამკვიდრების მთავარი ხელისშემშლელი არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. ამის თქმაც კი გაბედეს. ეს იმიტომ, რომ გერმანია დღესაც თავის აგენტებს იცავს და მათ ეფარება.

შევარდნაძის გადადგომაზე ხელმომწერებს რა უპასუხა გერმანიის ელჩმა? – შეწყვიტეთ შევარდნაძის გადადგომის წერილზე ხელის მოწერა, თორემ გერმანია დახმარებას შეწყვეტსო. ასე გადაეფარნენ თავიანთ აგენტს.

ჰოდა, ეს ყველაფერი ათეული წლებია ყელში ამოუვიდა საქართველოს. იქით ამერიკა იყვედრება, ამდენი მოგეცითო, არ გვინდა, ბატონო, დღემდე მოვსულვართ თქვენი მილიონების გარეშე. აღარც თქვენი მილიონები გვინდა და აღარც თქვენი ბატონობა. ისე, არ უნდა გასაჯაროვდეს ეს მილიონები სად წავიდა?

აგენტების თემას მინდა ისევ მივუბრუნდე. ამ დღეებში უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა გაახმიანა: „ჩემო ქვეყანავ, თუ ქალი გინდოდა პრეზიდენტად, საქართველოში ვერ მოიძებნა, რეზიდენტი ფრანგი ქალი რომ პრეზიდენტად დანიშნე?“ – ამით ამ ადამიანმა ყველაფერი თქვა.

და ბოლოს, ჩუმად რატომ ხართ, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატებო? გამოხატეთ თქვენი პოზიცია. მე ვგულისმობ მხოლოდ მათ, ვისაც მანდატი აქვს, თორემ ზვიად ძიძიგურისნაირი ოპორტუნისტების აზრი არავის აინტერესებს, არ არის უზენაესი საბჭოს დეპუტატი და არც არავის დეპუტატი. ძიძიგურისნაირებმა მედროვის მანტია რომ შემოისხით, ამიტომაც ჩამოიშალა პირველი პრეზიდენტის ხელისუფლება.

კიდევ კარგი, საქართველო თქვენნაირების იმედად არ არის. ერთმორწმუნე ქართველმა კაცმა კარგად იცის ღმრთის შეგონება: „ხელი გააქნიე და გიშველიო“. ახლა ხელის მაგრად გაქნევის დროა!

ოჯახის სიწმინდის დღეს, 17 მაისს, იქ იყო ის, ვისაც მიესვლებოდა და არ იყო ის, ვისაც არ მიესვლებოდა, პრეზიდენტის თამადობით”, – წერს ნანა სულავა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close