სხვადასხვა

“აგი მოვხიკე და გამუაყოლე გასაყიდად, ერთი დიდი ჩანთა კი გავყიდე და ააა, აგი დამრჩა”

ხე თლა დაბერებულია, ნაფოტები ცვივა და არ ვიცი, რა ძალა ასხმიებს, მარა წროულს ასე იყო, გაისად რა ვიცი, ანდა სხალი კი არა, სოფელში სახლი და ეზო არიკაცს აღარ უნდა...

“დღეს დიდუბის მეტროს გამოსასვლელთან მოხუცი ქალი შევნიშნე, ქარვისფერი ნაყოფებით სავსე ნაჭრის ჩანთა ედგა, თავიდან კომში მეგონა და დავაკვირდი,
– მსხალია, შვილო, მარა ბია მსხალი – მითხრა მოხუცმა. სათითაოდ შევათვალიერე, ყველას ერთი მხარე გაჟეჟილი ჰქონდა.
– ძირს ნაყარიაა?
– ხოოო, აბა ხე 30 მეტრი მაინც იქნება, მაგაზე ვინ ავა, მე აგერ, ოთხმოც წელს გადავაბიჯე და ეგ ხე მახსოვს, ჩვენს ეზოში იდგა, მე და ჩემი ძმა ავძვრებოდით და იქიდან მწიფე მსხლებს ვუყრიდით სოფლის ბავშვებს, მარა მაშინ ხე დაბალი იყო. მეც ბევრი წელია ჩემს ეზოში აღარ შევსწრებივარ ამის მწიფობას, ჩემი ძმა აღარაა, რძალიც გარდაცვლილია, ერთი გოგო ჰყავდათ გათხოვილი და ისიც წასულია საცხა, დასაკარგავში, ახლა აბაშიდან თბილისში მოვდიოდი ჩემ საქმეზე, ყველი წამოვიღე, ჩემების ეზოში შევიარე, აგი მოვხიკე და გამუაყოლე გასაყიდად, ერთი დიდი ჩანთა კი გავყიდე და ააა, აგი დამრჩა, ყველა ძირს ნაყარი იყო, შვილო, მარა, ნახეე, რაფერი გემრიელია, სადაც დადებ მთელი დღეი მსხლის სუნს ვერ გამოლევ, წვნიანია და ტკბილი. ხე თლა დაბერებულია, ნაფოტები ცვივა და არ ვიცი, რა ძალა ასხმიებს, მარა წროულს ასე იყო, გაისად რა ვიცი, ანდა სხალი კი არა, სოფელში სახლი და ეზო არიკაცს აღარ უნდა…
პ.ს.
დასავლეთ საქართველო ოდითგან განთქმული ყოფილა მსხლის ჯიშებით. როგორც მამაცემი ყვებოდა, ჩვენს ეზოში იდგა ხე რომელიც სამ სხვადასხვა ჯიშის მსხალს ისხამდა, რომელიც ბაბუა აფრასიონს დაემყნო და საუკუნემდე გაძლოო, გურული მსხლის ჯიშები იყო-კაცისთავა, სესელა, საყვითლია, ფრანგულა, დივნა მსხალი. ორი სახის ხეჭეჭური -საღომისკრეფო და ჭურის ხეჭეჭური, საივანობო, შაქარა, თავრეჯულა, სამი სახის გულაბი- თეთრი, შავი და წითელი, ნიკადო გიდელა მსხალი, ბია მსხალი”.
ნინო კვაჭანტირაძე
ფეისბუქპოსტი
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close